headerheader
Updated: 2023-06-07 | Duration: 13 min.

რომელი ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერებია მისაღები და უსაფრთხო გერმანული (სტუდენტური) ვიზისთვის?

სრული ჩამონათვალი საბანკო მოდელებისა და უსაფრთხოების დონის შედარებით 2024

„რომელ ბლოკირებულ ანგარიშებს აღიარებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიზის მისაღებად?”
 

"Რომელია საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო გერმანული ბლოკირებული ანგარიში?”
 

"Რომელია ყველაზე იაფი ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერი?"
 

"რა განსხვავებაა სხვადასხვა პროვაიდერს შორის (განსაკუთრებით Fintiba-ს, Coracle-სა და Expatrio-ს შორის)?"

ეს ის კითხვებია, რომლებსაც ჩვენ, MyGermanUniversity-ის ხშირად გვისვამენ არამხოლოდ საერთაშორისო სტუდენტები, არამედ გერმანიის უნივერსიტეტებიც. ეს კითხვები ბუნებრივი და მოსალოდნელია: გარე დამკვირვებლებისთვის თითქმის შეუძლებელია თვალყური ადევნონ ბლოკირებული ანგარიშების ბაზარს! ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს:

  1. დღეს სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ათზე მეტ პროვაიდერს შორის როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2017 წელს Fintiba-მ (💰 = აფილირებული ბმული), პირველმა დანერგა ბლოკირებული ანგარიშის ელექტრონულად გახსნის შესაძლებლობა (აქამდე ამ ტიპის ანგარიშის გახსნა მხოლოდ Deutsche Bank-ში მისვლით იყო შესაძლებელი). Ცხადია, ამ სერვისის მომწოდებელი კომპანიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მაგალითად, განსხვავებები გვხვდება საბანკო მოდელისა და უსაფრთხოების დონის მხრივ (დეპოზიტების დაცვა, ტექნიკური ინფრასტრუქტურა), დამატებითი სერვისების არსებობის მხრივ (ჯანმრთელობის დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა და ა.შ.), და, რა თქმა უნდა, ფასის მხრივაც.

  2. ამავდროულად, 2021 წელს მომხდარი სკანდალის შემდეგ, რომელიც ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერ BAM-ის სახელთანაა დაკავშირებული,  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღარ წარმოუდგენია პროვაიდერების სია.  თუმცა, გერმანიის საელჩოები აგრძელებენ ცალკეული პროვაიდერების ხსენებას მათი სრული სიისა და შედარების გარეშე.

საერთაშორისო სტუდენტებისთვის საკმაოდ რთულია მათთვის შესაფერისი ბლოკირებული ანგარიშის შერჩევა. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოწვეულია იმით, რომ ინტერნეტში ძიებისას მათ ხვდებათ ძალიან ბევრი ეგრეთწოდებული პარტნიორული საიტი ან ინფლუენსერი, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ მხოლოდ იმ პროვაიდერს, ვისგანაც საკომისიოს იღებენ. ამავე დროს, ისინი არ განიხილავენ სხვადასხვა საბანკო მოდელებთან დაკავშირებულ რისკებს და არ წარადგენენ სხვა პროვაიდერებს.

 

ამიტომ, ჩვენ, MyGermanUniversity-იმ, მიზნად დავისახეთ გამოგვექვეყნებინა სრული სია, რომელიც მოიცავს ყველა პროვაიდერს. ასევე, გვინდოდა შეგვედარებინა ისინი ყველაზე ობიექტური მახასიათებლებით.

ამ მიზნის განსახორციელებლად ჩვენმა გუნდმა ჩაატარა საფუძვლიანი კვლევა, რომლის ფარგელბშიც გავესაუბრეთ დარგის ექსპერტებს, რომლებმაც განგვიმარტეს საბანკო მოდელების სპეციფიკა. გარდა ამისა, ჩვენ გავესაუბრეთ ყველა ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერს, რადგან გვსურდა, რომ უშუალოდ მათგან გაგვეგო, თუ რას ნიშნავს კარგი ბლოკირებული ანგარიში და რა განასხვავებს მათ სხვებისგან. გარდა ამისა, ჩვენ ასევე გვინდოდა, რომ ამ სერვისის თითოეულ პროვაიდერს მიცემოდა საკუთარი მოდელის სპეციფიკის ახსნის საშუალება.

სანამ ჩვენი კვლევის შედეგებზე გადავალთ, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ რამდენიმე შენიშვნას:

 

  • ინფორმაციის სიზუსტე: მიუხედავად ჩვენი საგულდაგულო ​​კვლევისა, ჩვენ ვერ ვიძლევით სიის სისრულისა ან ინფორმაციის სიზუსტის გარანტიას. თუ პროვაიდერებთან დაკავშირებული რაიმე ინფორმაცია არ არის სრული ან საჭიროებს შესწორებას, მადლობელი ვიქნებით, თუ ამის შესახებ ელფოსტის მეშვეობით შეგვატყობინებთ.

  • პასუხისმგებლობაზე უარის თქმა: ამ სტატიის მიზანია ინფორმაციის მოწოდება, ის ვერ ჩაანაცვლებს თქვენი საკუთარი კვლევის საჭიროებას. ამიტომ, ჩვენ უარს ვაცხადებთ ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობაზე. Როგორც სხვა ფინანსური პროდუქტის შემთხვევაში, პროვაიდერის არჩევამდე ყველამ თავად უნდა მოიძიოს ინფორმაცია.
     

  • ობიექტურობა: ჩვენ ვეცადეთ, რომ ჩვენი მიდგომა მაქსიმალურად ობიექტური და გამჭვირვალე ყოფილიყო. თუმცა, კრიტერიუმები, რომლებსაც პროვაიდერების შესადარებლად ვიყენებთ, გარკვეულწილად სუბიექტური რჩება. თითოეულ ადამიანს აქვს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება.
     

  • პარტნიორობა: ჩვენ ვთანამშრომლობთ მოცემული ბლოკირებული ანგარიშების პროვაიდერებთან: Fintiba, ICICI Bank, Care Concept. სტატიაში გამოყენებული შესაბამისი ბმულები 💰 არის ეგრეთწოდებული აფილირებული ბმულები (მათ მარტივად ამოიცნობთ შემდეგი სიმბოლოთი 💰). ჩვენ მივიღებთ მცირე საკომისიოს, თუ ვინმე დააჭერს ბმულს და შეიძენს პროდუქტს. Თუმცა, Აღსანიშნავია, რომ მყიდველს ამის გამო არანაირი დამატებით ხარჯი არ ეკისრება!

ყველა ონლაინ ბლოკირებული ანგარიშის სია გერმანიაში საერთაშორისო სტუდენტებისთვის

გეჩქარებათ? Წარმოგიდგენთ შედეგების მოკლე ვარიანტს! Სრული სია (ოფლაინ პროვაიდერების ჩათვლით) და შედარების კრიტერიუმებისა და დახარისხების განმარტებები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

 

No.

Პროვაიდერი (ადგილმდებარეობა)


 

ხელმისაწვდომობა
 

Საბანკო მოდელი

პარტნიორი ბანკი

ევროპული დეპოზიტის დაცვა

ბმული

1 წლის ფასი

1)

Fintiba 🇩🇪
(გერმანია)
 💰

    🌎 *

გერმანული პარტნიორი ბანკი

სუტორ ბანკი (გერმანია)

✅ (გერმანია)

დამატებითი ინფორმაცია 💰

€147.80

2)

Expatrio 🇩🇪
(გერმანია)

    🌎 * აშშ-ს ჩათვლით

ბელგიური პარტნიორი ბანკი გერმანული ფილიალით

აიონ ბანკი (ბელგია)

✅ (ბელგია)

დამატებითი ინფორმაცია

€109.00

3) Care Concept 🇩🇪 (გერმანია) 💰 🌎 * ვიეტნამური პარტნიორი ბანკი გერმანული ფილიალით Vietnam
Joint Stock Commercial
Bank for
Industry and
Trade
(VietinBank) [ვიეტნამი]
✅ (გერმანია) დამატებითი ინფორმაცია 💰 €108.80

4) 

ICICI 🇮🇳
(ინდოეთი)
 💰

Მხოლოდ ინდოეთი

საკუთარი ბრიტანული ბანკი გერმანული ფილიალით

ICICI ბანკი
(გაერთიანებული სამეფო)
✅ (გერმანია)

დამატებითი ინფორმაცია

€150.00

5)

Coracle 🇩🇪
(გერმანია)

    🌎 *

ესქრო მოდელი საფრანგეთში არსებული საგადასახადო სერვისის პროვაიდერით

Lemonway-ს პარტნიორი ბანკი (საფრანგეთი)

✅ (საფრანგეთი)

დამატებითი ინფორმაცია

€99.00

6)

Edubao 🇩🇪
(გერმანია)

    🌎 *

ესქრო მოდელი საფრანგეთში არსებული საგადასახადო სერვისის პროვაიდერით

Lemonway-ს პარტნიორი ბანკი (საფრანგეთი)

✅ (საფრანგეთი)

დამატებითი ინფორმაცია

€149.00

7)

Studely 🇫🇷 (საფრანგეთი)

    🌎 *

ესქრო მოდელი საფრანგეთში არსებული საგადასახადო სერვისის პროვაიდერით

Lemonway-ს პარტნიორი ბანკი (საფრანგეთი)

✅ (საფრანგეთი)

დამატებითი ინფორმაცია

€116.70

8)

RemitX 🇮🇳
(ინდოეთი)

Მხოლოდ ინდოეთი

ესქრო მოდელი გერმანიაში არსებული ადვოკატით

ადვოკატი ერიკ ნოიენდორფი  (გერმანია) +
RemitX
(Capital India)

✅ (გერმანია)

დამატებითი ინფორმაცია

€149.00

9)

Kotak Mahindra 🇮🇳 (ინდოეთი)

Მხოლოდ ინდოეთი

საკუთარი ინდური საბანკო ლიცენზია

კოტაკ მაჰინდრა ბანკი (ინდოეთი)
(ინდოეთი)**

დამატებითი ინფორმაცია

დაახლოებით €150-200
***

10)

DDKonto 🇨🇳
(ჩინეთი)

Მხოლოდ ჩინეთი

(ინფორმაცია არ მოიძებნება)

(ინფორმაცია არ მოიძებნება)

(ინფორმაცია არ მოიძებნება)

დამატებითი ინფორმაცია

€147.80

11)

DropMoney 🇪🇸 (ესპანეთი) [დროებით ახალი ანგარიშების გარეშე]

    🌎 *

ესქრო მოდელი საფრანგეთში არსებული საგადასახადო სერვისის პროვაიდერით

Lemonway-ს პარტნიორი ბანკი (საფრანგეთი)

✅ (საფრანგეთი)

დამატებითი ინფორმაცია

€130.00

* ცალკეული ქვეყნების შემთხვევაში შესაძლოა გამონაკლისი (მაგალითად, ე.წ. მაღალი რისკის შემცველი ქვეყნები).
** ინდური ბანკებისთვის დაწესებული სავალდებულო დეპოზიტების დაზღვევა ფარავს ბლოკირებული ანგარიშის თანხის მხოლოდ ნაწილს.
*** Kotak Mahindra-ს მომხმარებელი ყოველი ტრანზაქციისას იხდის საკომისიოს.

 

სია დახარისხებულია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით (აღნიშნული თანმიმდევრობით):

  • საბანკო მოდელი
    • პირდაპირი კავშირი ბანკთან (გერმანულ ბანკებთან vs. სხვა ევროპულ ბანკებთან vs. არაევროპულ ბანკებთან)
    • ესქრო მოდელი (საგადასახადო სერვისის პროვაიდერი vs. პერსონალური მოდელი)
  • ხელმისაწვდომობა (მსოფლიოს მასშტაბით vs. მხოლოდ კონკრეტული ქვეყნები)
  • მომხმარებელთა საერთო რაოდენობა
  • და პროვაიდერის სახელი (A-Z).

დახარისხების კრიტერიუმები უფრო დეტალურად არის ახსნილი და დასაბუთებული ქვემოთ:

1) საბანკო მოდელი (უშუალო კავშირი ბანკთან vs. ესქრო მოდელი): ბანკთან უშუალო კავშირის მოდელის შემთხვევაში, ბანკში ბლოკირებული ანგარიში იხსნება მომხმარებლის სახელზე ყველანაირი შუამავლის გარეშე, ხოლო ესქროუ მოდელის შემთხვევაში ანგარიში იხსნება მესამე პირის (ე.წ. რწმუნებულის) სახელზე. ამრიგად, მომხმარებლისთვის საბანკო მოდელი ბევრად უფრო მარტივად გასაგებია, ვიდრე ესქროს მოდელი, რადგან მასში ნაკლები მხარეა ჩართული. დაცვის მექანიზმი ასევე უფრო მარტივადაა გასაგები: უშუალო საბანკო კავშირის შემთხვევაში მოქმედებს დეპოზიტის გარანტია, ხოლო ესქროს მოდელში (როგორც ფრანგული დეპოზიტის გარანტიის შემთხვევაში), სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა ორი განსხვავებული მექანიზმი ამოქმედდეს: რწმუნებულის გადახდისუუნარობის შემთხვევაში ძალაში შედის რინგფენსინგი (სეგრეგირებული ანგარიშები), და მხოლოდ ბანკის გადახდისუუნარობის შემთხვევაში მოქმედებს დეპოზიტის გარანტია. ეს გავლენას არ ახდენს იმ ფაქტზე, რომ ორივე მოდელი ძალიან უსაფრთხოა.

ბანკთან უშუალო კავშირის მოდელი სრულად აკმაყოფილებს შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს (BMI) 2009 წლის 26 ოქტომბრის უცხოელთა შესახებ გერმანიის კანონის ადმინისტრაციულ წესდებას, ვინაიდან ანგარიში იხსნება სტუდენტის სახელზე და ფინანსურ დაწესებულებაში, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს საბანკო  მომსახურება გერმანიის ფედერალურ ტერიტორიაზე. ესქრო მოდელი, რომლის შემთხვევაში ანგარიში იხსნება რწმუნებულის და არა სტუდენტის სახელზე, და იხსნება საგადასახადო სერვისის პროვაიდერთან და არა ფინანსურ დაწესებულებაში, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს საბანკო  მომსახურება გერმანიის ფედერალურ ტერიტორიაზე, სრულად ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას - თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ასევე მისაღებია.

Ბანკთან უშუალო კავშირის მოდელის მქონე პროვაიდერების დახარისხება შემდეგნაირად ხდება:

Ჩვენ ჯერ ვახსენებთ იმ პროვაიდერებს, რომლებსაც ჰყავთ პარტნიორი ბანკი ევროპული საბანკო ლიცენზიით და შემდეგ უკვე იმათ, ვისი პარტნიორი ბანკიც არ ექვემდებარება ევროპულ რეგულაციას. Მიზეზი შემდეგში მდგომარეობს: ევროპაში ბანკები ექვემდებარებიან ჰარმონიზებულ სადეპოზიტო დაცვას (100 000 ევრო).  არაევროპული ბანკები, რომლებსაც არ აქვთ საბანკო ლიცენზია გერმანიისთვის (მაგ. Kotak Mahindra) ნახსენებია მხოლოდ ესქრო მოდელების შემდეგ, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ 2009 წლის 26 ოქტომბრის უცხოელთა შესახებ გერმანიის კანონის ადმინისტრაციულ წესდებას.

2) ხელმისაწვდომობა (მსოფლიო მასშტაბით vs. მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანაში): ჩვენ ჯერ ვახსენებთ იმ პროვაიდერებს, რომლებიც თავიანთ ბლოკირებულ ანგარიშს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობენ (თუმცა, შესაძლოა გამოირიცხოს ცალკეული ქვეყნები), შემდეგ კი იმ პროვაიდერებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეული ქვეყნებისთვის.

3) მომხმარებელთა რაოდენობა: ერთი და იგივე მოდელის (ბანკთან უშუალო კავშირი ან ესქრო) მქონე პროვაიდერებს ვახარისხებთ მათ ვებსაიტზე გამოქვეყნებული მათი მომხმარებლების, ანუ მათი დაარსებიდან გახსნილი ბლოკირებული ანგარიშების, ჯამური რაოდენობის შესახებ არსებული ინფორმაციის მიხედვით. ის პროვაიდერები, რომლებიც არ აქვეყნებენ ამ ინფორმაციას ნახსენები არიან იმ პროვაიდერების შემდეგ, რომლებიც ასაჯაროებენ ამ ციფრებს.

4) პროვაიდერის სახელი (A-Z): ზემომოყვანილ კრიტერიუმებში თანასწორობის შემთხვევაში, პროვაიდერები დახარისხებულია ანბანის მიხედვით.

პროვაიდერები, რომლებიც ჯერ კიდევ აქტიურნი არიან, მაგრამ ამჟამად არ იღებენ ახალ მომხმარებლებს, სიის ბოლოში არიან ნახსენები.


 

ჩვენი რეკომენდაცია: საუკეთესო შედარებაში (Fintiba)

ბაზრის ლიდერმა Fintiba-მ ჩვენს შედარებაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. მიზეზი მარტივია: Fintiba არის ერთადერთი პროვაიდერი, რომელიც მომხმარებელს ბლოკირებულ ანგარიშს გერმანულ ბანკში, გერმანული დეპოზიტის დაცვასთან ერთად სთავაზობს. Fintiba ასევე არის საუკეთესო პროვაიდერი გამოცდილებისა (ბაზარზე არსებობის წლები, მომხმარებლების რაოდენობა) და სისწრაფის (საკრედიტო ბარათის საშუალებით დაბლოკვის მყისიერი დადასტურების შესაძლებლობა; ანგარიშის გააქტიურება) კუთხით, და ერთ-ერთი საუკეთესო მომხმარებლის კმაყოფილების თვალსაზრისით.

რატომ გირჩევთ Fintiba-ს? 🤔

 

🥇 ბაზრის ლიდერი ყველაზე დიდი გამოცდილებით: 200 000-ზე მეტი მომხმარებელი 2017 წლიდან

🏦 პირდაპირი კავშირი გერმანულ პარტნიორ ბანკთან (Sutor Bank)

🛡️ სრულად დაცული გერმანული დეპოზიტის დაცვის სისტემით

🌎 ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში (არის გამონაკლისები, მაგალითად, აშშ)

Მეტი ინფორმაცია ბლოკირებულ ანგარიშზე

Fintiba-ს გვერდზე გადასვლა 💰

💰 = ჩვენ ვიღებთ მცირე საკომისიოს ამ ბმულით გაყიდულ Fintiba-ს პროდუქტებზე. Თუმცა, Აღსანიშნავია, რომ მყიდველს ამის გამო არანაირი დამატებით ხარჯი არ ეკისრება!

რა უნდა იცოდეთ წინასწარ ბლოკირებული ანგარიშის შესახებ

რატომ არის ბლოკირებული ანგარიში საუკეთესო არჩევანი სავიზო განაცხადისთვის

თუ გსურთ ისწავლოთ გერმანიაში და ხართ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქე, თქვენ უნდა შეიტანოთ განაცხადი ჩვეულებრივი სასწავლო ვიზის ან სპეციალური ვიზის, სახელად “ვიზა უმაღლეს სასწავლებლებში განაცხადების შეტანისთვის”, მისაღებად. Ვიზის მისაღებად, ერთ-ერთი მოთხოვნაა, დაამტკიცოთ, რომ გაქვთ საკმარისი თანხა გერმანიაში საცხოვრებლად.

 

Ამისთვის დაგეხმარებათ ბლოკირებული ანგარიში! ბლოკირებული ანგარიში არის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურების საყოველთაოდ მიღებული სტანდარტული მეთოდი და აღიარებულია გერმანიის ყველა (შესაძლებელია ადგილობრივი გამონაკლისები) საელჩოს მიერ  (2009 წლის 26 ოქტომბრის უცხოელთა შესახებ გერმანიის კანონის ადმინისტრაციული წესდების 16.0.8.1 პუნქტზე დაფუძვნებით). Საინტერესოა, რომ ზოგიერთი გერმანიის წარმომადგენლობა საზღვარგარეთ, მაგალითად გერმანიის საელჩო კოლუმბიაში, დაფინანსების დამადასტურებელ სხვა მტკიცებულებებს (როგორიცაა ოფიციალური განცხადება ვალდებულების შესახებ) მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში (წყარო) იღებს.

 

რეალურად, ბლოკირებული ანგარიში ყველაზე მოსახერხებელი შესაძლებლობაა როგორც გერმანიის საელჩოებისთვის, ასევე თქვენთვისაც, რადგან ეს მეთოდი სწრაფი, უსაფრთხო და საიმედოა. დაფინანსების სხვა მტკიცებულებების გამოყენებისას - როგორიცაა საბანკო გარანტია - საელჩოს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, არ დააკმაყოფილოს თქვენი განაცხადი. გარდა ამისა, თუ ადრე Deutsche Bank-ში ბლოკირებული ანგარიშის გასახსნელად საჭირო იყო გერმანიის საელჩოში/საკონსულოში პირადად მისვლა დოკუმენტების დასამოწმებლად, დღესდღეობით შეგიძლიათ ანგარიში ონლაინ რეჟიმში სულ რამდენიმე წუთში გახსნათ.

რა არის ბლოკირებული ანგარიში? და როგორია სამართლებრივი მოთხოვნები?

ბლოკირებული ანგარიში არის ერთ-ერთი გზა, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ მათ აქვთ საკმარისი სახსრები, რათა დაფარონ გერმანიაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯები (მათ შორის სათანადო ჯანმრთელობის დაზღვევა) გერმანიაში სასწავლად საჭირო ბინადრობის უფლების (ვიზის) მისაღებად. ბლოკირებულ ანგარიშზე შესატანი თანხა შეესაბამება BAföG-ის დაფინანსების მაქსიმალურ განაკვეთს (§§ 13 და 13a პუნქტი 1 BAföG).

"16.0.8.1 მოთხოვნები დაკმაყოფილებულია კერძოდ (...) იმ საფინანსო ინსტიტუტის ბლოკირებულ ანგარიშზე საგარანტიო დეპოზიტის შეტანით, რომელსაც ფედერალურ ტერიტორიაზე საბანკო ოპერაციების განხორციელების უფლება აქვს, საიდანაც ყოველთვიურად შეტანილი თანხის მხოლოდ 1/12-ის გამოტანაა შესაძლებელი; ბლოკირებული ანგარიში სტუდენტის სახელზე უნდა გაიხსნას და დაბლოკვის ცნობა შეტანილი უნდა იყოს საჯარო-სამართლებრივი რეგიონალური ორგანოს სასარგებლოდ, რომელსაც უნდა მიეკუთვნოს უცხოელთა საკითხების კომპეტენტური უწყება...)" 

 

სხვადასხვა ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერის საბანკო მოდელთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია შემდეგი ასპექტები:

1) საბანკო ლიცენზია გერმანიაში: ადმინისტრაციული დებულების მიხედვით, ბლოკირებული ანგარიში უნდა გაიხსნას იმ ფინანსურ დაწესებულებაში, რომელსაც აქვს გერმანიაში საბანკო ტრანზაქციების განხორციელების ლიცენზია.

არაა აუცილებელი, რომ პროვაიდერი გერმანული ბანკი იყოს - უცხოური ბანკებიც აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას, თუ მათ აქვთ შესაბამისი BaFin რეგისტრაცია (იხ. BaFin მონაცემთა ბაზა). გერმანული საბანკო ლიცენზიის არმქონე არაევროპული ბანკების შემთხვევაში - როგორიცაა Kotak Mahindra (ინდოეთი) - არსებობს რისკი, რომ გერმანიაში უცხოელთა საკითხების უწყება არ აღიარებს საზღვარგარეთ არსებულ ანგარიშს საკმარისად.

2) ანგარიშის გახსნა სტუდენტის სახელზე: ადმინისტრაციული დებულების მიხედვით, ბლოკირებული ანგარიში უნდა გაიხსნას სტუდენტის სახელზე. ეგრეთწოდებული ესქროს მოდელები, რომელთა შემთხვევაშიც ანგარიში რწმუნებულის სახელზე იხსნება, სრულად ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.

პრაქტიკაში ეს რეგულაცია სულ სხვაგვარად არის ინტერპრეტირებული. უმეტეს შემთხვევაში, გერმანიის საელჩოები და საიმიგრაციო უწყებები აღიარებენ ესქრო პროვაიდერებს. თუმცა, არაერთხელ მომხდარა ისე, რომ გერმანიის ადგილობრივ საიმიგრაციო უწყებას, ადმინისტრაციულ დებულებაზე დაყრდნობით, არ უღიარებია ბლოკირებული ანგარიში, რომელიც გახსნილია ესქრო პროვაიდერის სახელზე.

ჩვენ ვითვალისწინებთ ამ ფაქტორებს პროვაიდერთა სიაში, და პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ პროვაიდერებს, რომლებსაც აქვთ გერმანული საბანკო ლიცენზია. ამავდროულად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ გერმანული საელჩოებისა და უცხოელთა საკითხების უწყებათა უმეტესობა ადმინისტრაციულ დებულებას  ესქრო მოდელის მქონე ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერების (მათ შორის Coracle და Edubao) სასარგებლოდ განმარტავს და აღიარებს მათ. ამრიგად, ჩვენ ვახსენებთ ამ ტიპის კომპანიებს აღიარებული ბლოკირებული ანგარიშების პროვაიდერებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა მოხდეს ასეთი პროვაიდერების არაღიარება ზემომოყვანილი ადმინისტრაციული დებულების გამო.

 

როგორ მუშაობს ბლოკირებული ანგარიში?

Ბლოკირებული ანგარიში შემდეგნაირად მუშაობს: წინასწარ რიცხავთ ფიქსირებულ თანხას (ამჟამად 11,208 ევრო წელიწადში, ანუ 934 თვეში) ანგარიშზე, საიდანაც ფულის გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული მიზნებისთვის (საყოფაცხოვრებო ხარჯები სტუდენტობისას) და ფიქსირებულ ტრანშებად. Ზუსტად ამიტომ ეწოდება ასეთ ანგარიშს "ბლოკირებული"!

თუ გსურთ უფრო დეტალურად შეისწავლოთ ბლოკირებული ანგარიშის საკითხი, გაეცანით ამ სახელმძღვანელოს. აქ თქვენ იპოვით პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა:
 

  • როგორ გამოვიტანო თანხა ბლოკირებული ანგარიშიდან?
  • უფასოა თუ არა ბლოკირებული ანგარიშის ქონა?
  • ყოველ წელს მჭირდება ბლოკირებული ანგარიში?
  • როგორ უნდა გავხსნა ბლოკირებული ანგარიში?
  • როდის უნდა გავხსნა ბლოკირებული ანგარიში?
  • რამდენი ხანი სჭირდება ბლოკირებული ანგარიშის გახსნას?
  • როგორ გადავრიცხო თანხა ანგარიშზე?
  • თუ ვიზაზე უარი მომივიდა, შემიძლია ფული დავიბრუნო?
  • როგორ დავხურო ბლოკირებული ანგარიში?
  • არსებობს თუ არა ბლოკირებული ანგარიშის ალტერნატივა?
header

Further Reading

Blocked Account: An Overview

რომელი ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერები არიან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მისაღები?

BAM!-თან დაკავშირებულ სკანდალამდე, 2021 წლის ზაფხულში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე განათავსა სია იმ პროვაიდერების, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობდნენ ბლოკირებული ანგარიშის სერვისს გერმანიაში.


2021 წლის 15 ივლისით დათარიღებული ბოლო გამოქვეყნებული ვერსია (წყარო) ასე გამოიყურებოდა:

ეს სია აღარ არის ხელმისაწვდომი 2021 წლის 23 ივლისიდან. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ სია ამჟამად გადახედვის პროცესშია (წყარო DE, წყარო EN).

 

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ორგანო BaFIN-ი ცალკეული ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერების შესწავლის ეტაპზეა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის და რა შედეგით დასრულდება ეს მთლიანი პროცედურა.


ამის მიუხედავად, ბევრი გერმანიის საელჩო აგრძელებს ცალკეული პროვაიდერების ხსენებას. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს სიები, როგორც წესი, არასრულია და არ წარმოადგენს საელჩოს რეკომენდაციას.

 

საერთო ჯამში, ჩვენ მიერ შესწავლილი ყველა ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერი გამოსადეგია სავიზო განაცხადებისთვის და მისაღებია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის (შეიძლება მოქმედებდეს ადგილობრივი შეზღუდვები).

თუმცა, შესაძლოა, რომ, ცალკეულ შემთხვევებში, საელჩომ ან უცხოელთა საკითხების უწყებამ არ მიიღოს ის პროვაიდერები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს (BMI) 2009 წლის 26 ოქტომბრის უცხოელთა შესახებ გერმანიის კანონის ადმინისტრაციულ წესდებას გერმანული საბანკო ლიცენზიისა და სტუდენტის სახელზე ანგარიშის გახსნის კუთხით (იხ. ზემოთ ჩვენი განმარტებები ბლოკირებულ ანგარიშებთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ).

რატომ არ გამოუქვეყნებია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სია 2021 წლიდან: სკანდალი ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერ BAM-ის გარშემო!

2021 წლის ზაფხულში ატყდა სკანდალი ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერ BAM-ის (Bundesweites Anlagenmanagement UG (ბერლინი/ჰამბურგი)) გარშემო: 2021 წლის ივნისიდან მოყოლებული, დაახლოებით 500 უცხოელ სტუდენტს ვერ გამოჰქონდა თანხა (იხ. Der SPIEGEL, 2021 წლის 17 ივლისი და 2021 წლის 22 ივლისი; Der Tagesspiegel, 2021 წლის 30 ივლისი). ეს მოხდა იმიტომ, რომ BAM-ი უკანონოდ ინახავდა თანხებს საკუთარ ანგარიშზე  Aareal Bank-ში, ვისბადენში, როდესაც კანონის მიხედვით, მას ევალებოდა ცალკე გაეხსნა ბლოკირებული ანგარიშები  სტუდენტების სახელზე. შესაბამისად, თანხები არ იყო დაცული.


ამ არაავტორიზებული სადეპოზიტო ბიზნესის გამო, 2021 წლის ივლისში გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ BaFIN-მა BAM-ის საქმიანობა აკრძალა. აღსანიშნავია, რომ თანხების დასაბრუნებლად დაზარალებულებს კვირები დასჭირდათ. უცხოელ სტუდენტთა ფედერალურმა ასოციაციამ (BAS e.V) გააკრიტიკა საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გამო, რომ ეს უწყება არ ახორციელებდა ბლოკირებული ანგარიშის პროივაიდერების სათანადო მონიტორინგს.

რით განსხვავდებიან ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერები?

Ნებისმიერი, ვინც ეწვევა ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერების ვებსაიტებს, შეამჩნევს, რომ თითქმის ყველა პროვაიდერი აღწერს საკუთარ სერვისს როგორც საუკეთესოს, უმარტივესსა და უსწრაფესს.

 

თუმცა, სინამდვილეში, პროვაიდერები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან - განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად უსაფრთხო და გამჭვირვალეა მათი ბლოკირებული ანგარიშის სერვისი. სხვადასხვა პროვაიდერთან და დარგის ექსპერტთან დისკუსიების საფუძველზე, ჩვენ გამოვავლინეთ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რომლებიც, ჩვენი აზრით, გასათვალისწინებელია პროვაიდერის არჩევისას.

გამჭვირვალობა 🔎

იცით, სად იქნება თქვენი ბლოკირებული ანგარიში, ვინ არის ჩართული ამ პროცესში და არის თუ არა თქვენი ფული დაცული?

სანამ სადმე 11 000 ევროზე მეტს გადარიცხავთ, ალბათ სასურველია იცოდეთ სად იქნება თქვენი ბლოკირებული ანგარიში, ხომ ასეა? ამიტომ, მნიშვნელოვანია შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა:

 

  • თქვენი ბლოკირებული ანგარიში გახსნილია გერმანიაში მდებარე ბანკში (გერმანული IBAN-ით)? თუ ევროპაში (გერმანული IBAN-ით)? თუ ევროპაში (გერმანული IBAN-ს გარეშე)? თუ ევროპის საზღვრებს გარეთ მდებარე ბანკში?

  • ანგარიში უშუალოდ თქვენსთვისაა გახსნილი? თუ უცხოური საგადასხადო პროივაიდერები ან იურისტები არიან ჩართულნი, როგორც რწმუნებულები?

  • დაცულია თუ არა თქვენი ფული დეპოზიტის დაცვის სისტემით? თუ იმის იმედად მოგიწევთ ყოფნა, რომ ყველაფერი კარგად იქნება?

 

ეს კითხვები მართლაც ფუნდამენტურია. მით უფრო გასაკვირია, თუ რამდენად არასერიოზულად ეპყრობა მათ პროვაიდერების უმეტესობა. მსხვილი პროვაიდერების შემთხვევაშიც კი, თქვენს კითხვაზე პასუხის მოსაძებნად ზოგჯერ გიწევთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ჩაღრმავება, ხშირად დასმული კითხვების შესწავლა, ან კიდევ ეგრეთწოდებულ "support" გვერდების დათვალიერება. Საინტერესოა, რომ ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგაც კი ზოგიერთი პროვაიდერის შემთხვევაში პასუხი მაინც არ არის ნათელი.

 

ჩვენი რჩევა: პროვაიდერის სანდოობის დადგენა შეიძლება შემდეგნაირად: Პროვაიდერი სანდოა, თუ დარეგისტრირებამდე იგი ღიად გატყობინებთ რომელ ბანკში იქნება თქვენი ბლოკირებული ანგარიში, მიიღებთ თუ არა გერმანულ IBAN-ს და თუ გთავაზობთ დეპოზიტის დაცვას.

 

თუ ამ საბაზისო ინფორმაციის მოსაძიებლად დიდი დრო გჭირდებათ, მაშინ ეს არ არის კარგი ნიშანი!

საბანკო მოდელი 🏦

თქვენი ანგარიში უშუალოდ ბანკში გაიხსნება თუ რწმუნებულის მეშვეობით („ესქრო მოდელი“)?

ბლოკირებული ანგარიშის შემთხვევაში არსებობს ორი განსხვავებული საბანკო მოდელი:

 

1) უშუალო კავშირი ბანკთან

 

ამ მოდელის შემთხვევაში თქვენი ბლოკირებული ანგარიში იხსნება უშუალოდ ერთ-ერთ ბანკში - გერმანიაში ან საზღვარგარეთ. Საბანკო სისტემიდან გამომდინარე, თქვენი ანგარიში იქნება სრულად დაცული დეპოზიტების დაცვის სისტემით. გარდა ამისა, რა პრობლემაც არ უნდა შეექმნას ბანკს (მაგ., გაკოტრება, გაქურდვა, თაღლითობა და ა.შ.), ფული ნებისმიერ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ.

 

ა) ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერები გერმანული ბანკით
 

  • Fintiba 💰 (გერმანია): 🇩🇪 გერმანული ბანკი გერმანული დეპოზიტის დაცვით (წყარო)

 

ბ) ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერები სხვა ევროპული ბანკით

 

  • Expatrio (გერმანია): 🇧🇪 ბელგიური ბანკი ბელგიური დეპოზიტის დაცვით (Fonds de garantie et Fonds de protection)

  • ICICI 💰 (ინდოეთი): 🇬🇧 ბრიტანული ბანკი გერმანული დეპოზიტის დაცვით (წყარო)
     

გ) ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერები არაევროპული ბანკებით

  • Care Concept 💰 (გერმანია): 🇻🇳 ვიეტნამური ბანკი გერმანული დეპოზიტის დაცვით (წყარო)
  • Kotak Mahindra: 🇮🇳 ინდური ბანკი ინდური დეპოზიტის დაცვით

 

2) ესქრო მოდელი
 

ამ შემთხვევაში, პროვაიდერები თქვენსა და ბანკს შორის რთავენ რწმუნებულს, რომელიც გიხსნით ეგრეთწოდებულ ესქრო ანგარიშს და ინახავს მას საკუთარი აქტივებისგან განცალკევებით. ესქრო ანგარიშის შემთხვევაში, ანგარიშის მფლობელი ხართ არა თქვენ, არამედ რწმუნებული. რწმუნებულსა და თქვენ შორის ურთიერთობა განისაზღვრება დამატებითი ხელშეკრულებით.


გამოიყენება შემდეგი პროვაიდერების მიერ:

  • Მსოფლიოს მასშტაბით: Coracle, Edubao, Studely, (DropMoney*)

  • Მხოლოდ ინდოეთში: RemitX

*სერვისი დროებით შეჩერებულია (ახალი ბლოკირებული ანგარიშები არ იხსნება) 

 

RemitX (ინდოეთი) რწმუნებულის სახით გერმანულ იურიდიულ ფირმას რთავს (იხ. წესები და პირობები).

 

ყველა დანარჩენი ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერი ესქრო მოდელით იყენებს უცხოურ ონლაინ გადახდის სერვისს:

მიუხედავად იმისა, რომ ესქრო მოდელი ტექნიკურად ოდნავ უფრო "ჩახლართულია", ვიდრე უშუალოდ ბანკთან კავშირის მოდელი, ის ასევე ძალიან დაცულია. ბანკის გადახდისუუნარობის შემთხვევაში თქვენი დეპოზიტები ასევე დაცულია სადეპოზიტო გარანტიით (100 000 ევრომდე).

  • RemitX-ს შემთხვევაში მოქმედებს გერმანული სადეპოზიტო გარანტია (წყარო).
  • Lemonway-ს შემთხვევაში მოქმედებს ფრანგული სადეპოზიტო გარანტია (წყარო).

თუ რწმუნებული გაკოტრდება, სახსრები ასევე დაცულია ე.წ. რინგფენსინგით. ეს ნიშნავს იმას, რომ Lemonway-ს ხელთ არსებული მომხმარებლის სახსრები ბანკებში ცალკე ანგარიშებზეა სეგრეგირებული. აქ შეგიძლიათ მოიძიოთ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იცავს Lemonway სახსრებს.

უსაფრთხოება 🛡️

 

იცავს თუ არა ევროპული სადეპოზიტო დაცვის სისტემა თქვენს კუთვნილ თანხას რომელიც ბლოკირებულ ანგარიშზეა?

ყველა, ვინც საკუთარ ფულს ანდობს ბანკს, ამას თანხის დაცვის მიზნით აკეთებს. თუმცა, ბევრს ავიწყდება, რომ:

Სავსებით Შესაძლებელია, რომ ბანკებიც გაკოტრდნენ ან გახდნენ დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი. 


Საყოველთაოდ ცნობილია, რომ გერმანიას აქვს ძალიან საიმედო და მოწესრიგებული ფინანსური სისტემა. Მიუხედავად ამისა, რამდენიმე ბანკი და საგადასახადო სერვისის პროვაიდერი მაინც გაკოტრდა:
 

  • 2021: Greensill ბანკი (ბრემენი, გერმანია)

  • 2023: North Channel ბანკი (მაინცი, გერმანია) 

  • 2023: Neobank Ruuky (ჰამბურგი, გერმანია), რომელიც მოქმედებდა როგორც საგადასახადო სერვისის პროვაიდერი (ე.წ. „e-money აგენტი“) ბელგიური საბანკო პარტნიორ PPS EU SA-სთვის .
     

მსხვილი საერთაშორისო ბანკებიც კი არ არიან საფრთხეებისგან დაცულნი:
 

  • 2023 წლის მარტში, Silicon Valley Bank ბანკი (აშშ) - აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი - დაიხურა კალიფორნიის ფინანსური დაცვისა და ინოვაციების დეპარტამენტის მიერ.

გაუფრხილდით თქვენს ფულს (€100 000-მდე) ევროპული სადეპოზიტო დაცვის სისტემის მეშვეობით

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ბანკების გაკოტრება საკმაოდ იშვიათი ამბავია, მაინც უფრო მშვიდად ხართ, როდესაც თქვენი ფული სრულიად დაცულია. ეს იმით არის განპირობებული, რომ სავალდებულო დეპოზიტის დაცვის სახელმწიფო სისტემა სრულიად უზრუნველყოფს თქვენი თანხის (€100 000-მდე) უსაფრთხოებას.

 

ამისათვის არსებობს ცალკე კანონი (დეპოზიტების გარანტიის აქტი), რომელიც ასევე ადგენს, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი ავტომატურად ხდება:

  • ფული დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს შვიდი სამუშაო დღისა მას შემდეგ, რაც ფედერალური ინსტიტუტი დაადგენს, რომ თქვენ გაქვთ კომპენსაციის უფლება.

  • ამისათვის არ არის საჭირო, რომ მიმართოთ დეპოზიტების დაცვის სისტემას.


დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ BaFIN-ის გვერდს.

ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერები გერმანული დეპოზიტის დაცვით (100 000 ევრო)

ა) გერმანული ბანკებით

  • Fintiba💰: 🇩🇪 სუტორ ბანკი

ბ) არაგერმანული ბანკებით

გ) ესქრო მოდელით

  • RemitX (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინდოეთში 🇮🇳): ესქრო მოდელი გერმანიაში არსებული ადვოკატით (წყარო)

ევროპაში არსებობს შემდეგი მსგავსი სადეპოზიტო დაცვის სქემები:
 


დამატებითი ინფორმაცია დეპოზიტის დაცვის შესახებ ევროკავშირში და მთელ მსოფლიოში ასევე შეგიძლიათ იხილოთ დეპოზიტის დაცვის პორტალზე (გერმანულად).

ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერები სხვა ევროპული დეპოზიტის დაცვით (100 000 ევრო)

ა) ევროპული ბანკით

  • Expatrio 🇩🇪 (გერმანია): 🇧🇪 ბელგიური ბანკი ბელგიური დეპოზიტის დაცვით (Fonds de garantie et Fonds de protection)

ბ) ესქრო მოდელით

  • Coracle 🇩🇪 (გერმანია) 
  • Edubao 🇩🇪 (გერმანია)
  • Studely 🇫🇷 (საფრანგეთი)

    = ყველა მუშაობს 🇫🇷 Lemonway-თან (საფრანგეთი) და ექვემდებარება ფრანგულ სადეპოზიტო დაცვას (Fonds de Garantie des Dépôts et de Résolution - FGDR)

ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერები არაევროპული სადეპოზიტო გარანტიით

 

  • Kotak Mahindra: 🇮🇳 ინდური ბანკი ინდური სადეპოზიტო დაცვით

❗მნიშვნელოვანია: Kotak Mahindra-ს შემთხვევაში, ბლოკირებული ანგარიში მდებარეობს ინდოეთში და არ აქვს გერმანული IBAN, რამაც შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში გამოიწვიოს გერმანული უწყებების მხრიდან არაღიარების პრობლემები (იხ. ადმინისტრაციული დებულების ფორმულირება).

სხვა კრიტერიუმები

დამატებითი სხვაობები ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერებს შორის.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც პროვაიდერები განსხვავდებიან.

 

კრიტერიუმები

ვარიანტები

კომპანიის ადგილმდებარეობა

გერმანიაში

საზღვარგარეთ

ხელმისაწვდომობა

Მსოფლიოს მასშტაბით

მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებში

განაცხადის შეტანა

ონლაინ

მხოლოდ ოფლაინ

სისწრაფე

(ეტაპობრივი განსხვავებები)

Სატარიფო სისტემა

ერთჯერადი გადასახადი

ერთჯერადი გადასახადი + ყოველთვიური გადასახადი

Მეტი შემოთავაზება

მხოლოდ ბლოკირებული ანგარიში

Სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა

Საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევა

პასუხისმგებლობის დაზღვევა

კომპეტენტურობა ბლოკირებული ანგარიშების სფეროში

Რამდენი ხანია რაც პროვაიდერი სთავაზობს მომხმარებელს ამ სერვისს?

Მომხმარებლების რაოდენობა

Რამდენი მომხმარებელი ჰყავს პროვაიდერს?

მომხმარებელთა კმაყოფილება

რამდენად კმაყოფილი არიან მომხმარებლები?

გერმანული ვიზის ასაღებად მისაღები ბლოკირებული ანგარიშის პროივაიდერების სრული სია

მოცემული სია მიზნად ისახავს მიაწოდოს სტუდენტებს ზოგადი ინფორმაცია ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერების შესახებ და გაუადვილოს მათ პროვაიდერების შედარება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რომლებსაც ჩვენ, MyGermanUniversity-ში, რელევანტურად მივიჩნევთ. თუმცა, თითოეულმა სტუდენტმა ინდივიდუალურად უნდა უპასუხოს კითხვას, თუ რომელი ბლოკირებული ანგარიშის პროვაიდერი არის საუკეთესო. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მკითხველს თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირადი პრეფერენციების საფუძველზე.

ა) ონლაინ პროვაიდერები გერმანული ბანკითა და გერმანული დეპოზიტის დაცვით

No.

Პროვაიდერი (ადგილმდებარეობა)


 

ხელმისაწვდომობა
 

Საბანკო მოდელი

პარტნიორი ბანკი

ევროპული დეპოზიტის დაცვა

ბმული

1 წლის ფასი

1)

Fintiba 🇩🇪
(გერმანია)
 💰

    🌎 *

🇩🇪 გერმანული პარტნიორი ბანკი

სუტორ ბანკი (გერმანია)

✅ (გერმანია)

დამატებითი ინფორმაცია 💰

€147.80

 

* ცალკეული ქვეყნების შემთხვევაში შესაძლოა გამონაკლისი (მაგალითად, ე.წ. მაღალი რისკის შემცველი ქვეყნები).

ბ) ონლაინ პროვაიდერები სხვა ევროპული ან არაევროპული ბანკითა და ევროპული სადეპოზიტო დაცვით

No.

Პროვაიდერი (ადგილმდებარეობა)


 

ხელმისაწვდომობა
 

Საბანკო მოდელი

პარტნიორი ბანკი

ევროპული დეპოზიტის დაცვა

ბმული

1 წლის ფასი

2)

Expatrio 🇩🇪
(გერმანია)

    🌎 * აშშ-ს ჩათვლით

ბელგიური პარტნიორი ბანკი გერმანული ფილიალით

აიონ ბანკი (ბელგია)

✅ (ბელგია)

დამატებითი ინფორმაცია

€109.00

3) Care Concept 🇩🇪 (გერმანია) 💰 🌎 * ვიეტნამური პარტნიორი ბანკი გერმანული ფილიალით Vietnam
Joint Stock Commercial
Bank for
Industry and
Trade
(VietinBank) [ვიეტნამი]
✅ (გერმანია) დამატებითი ინფორმაცია 💰 €108.80

4) 

ICICI 🇮🇳
(ინდოეთი)
 💰

Მხოლოდ ინდოეთი

საკუთარი ბრიტანული ბანკი გერმანული ფილიალით

ICICI ბანკი
(გაერთიანებული სამეფო)
✅ (გერმანია)

დამატებითი ინფორმაცია

€150.00

 

* ცალკეული ქვეყნების შემთხვევაში შესაძლოა გამონაკლისი (მაგალითად, ე.წ. მაღალი რისკის შემცველი ქვეყნები).

გ) ონლაინ პროვაიდერები ესქრო მოდელითა და სადეპოზიტო დაცვით

No.

Პროვაიდერი (ადგილმდებარეობა)


 

ხელმისაწვდომობა
 

Საბანკო მოდელი

პარტნიორი ბანკი

ევროპული დეპოზიტის დაცვა

ბმული

1 წლის ფასი

5)

Coracle 🇩🇪
(გერმანია)

    🌎 *

ესქრო მოდელი საფრანგეთში არსებული საგადასახადო სერვისის პროვაიდერით

Lemonway-ს პარტნიორი ბანკი (საფრანგეთი)

✅ (საფრანგეთი)

დამატებითი ინფორმაცია

€99.00

6)

Edubao 🇩🇪
(გერმანია)

    🌎 *

ესქრო მოდელი საფრანგეთში არსებული საგადასახადო სერვისის პროვაიდერით

Lemonway-ს პარტნიორი ბანკი (საფრანგეთი)

✅ (საფრანგეთი)

დამატებითი ინფორმაცია

€149.00

7)

Studely 🇫🇷 (საფრანგეთი)

    🌎 *

ესქრო მოდელი საფრანგეთში არსებული საგადასახადო სერვისის პროვაიდერით

Lemonway-ს პარტნიორი ბანკი (საფრანგეთი)

✅ (საფრანგეთი)

დამატებითი ინფორმაცია

€116.70

8)

RemitX 🇮🇳
(ინდოეთი)

Მხოლოდ ინდოეთი

ესქრო მოდელი გერმანიაში არსებული ადვოკატით

ადვოკატი ერიკ ნოიენდორფი  (გერმანია) +
RemitX
(Capital India)

✅ (გერმანია)

დამატებითი ინფორმაცია

€149.00

 

* ცალკეული ქვეყნების შემთხვევაში შესაძლოა გამონაკლისი (მაგალითად, ე.წ. მაღალი რისკის შემცველი ქვეყნები).

დ) ონლაინ პროვაიდერები არაევროპული ბანკითა და არაევროპული სადეპოზიტო დაცვით

No.

Პროვაიდერი (ადგილმდებარეობა)


 

ხელმისაწვდომობა
 

Საბანკო მოდელი

პარტნიორი ბანკი

ევროპული დეპოზიტის დაცვა

ბმული

1 წლის ფასი

9)

Kotak Mahindra 🇮🇳 (ინდოეთი)

Მხოლოდ ინდოეთი

საკუთარი ინდური საბანკო ლიცენზია

კოტაკ მაჰინდრა ბანკი (ინდოეთი)
(ინდოეთი)**

დამატებითი ინფორმაცია

დაახლოებით €150-200
***

10)

DDKonto 🇨🇳
(ჩინეთი)

Მხოლოდ ჩინეთი

(ინფორმაცია არ მოიძებნება)

(ინფორმაცია არ მოიძებნება)

(ინფორმაცია არ მოიძებნება)

დამატებითი ინფორმაცია

€147.80

 

** ინდური ბანკებისთვის დაწესებული სავალდებულო დეპოზიტების დაზღვევა ფარავს ბლოკირებული ანგარიშის თანხის მხოლოდ ნაწილს.
*** Kotak Mahindra-ს მომხმარებელი ყოველი ტრანზაქციისას იხდის საკომისიოს.

ე) ოფლაინ პროვაიდერები (განაცხადის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე, გერმანიაში)

No.

 

Პროვაიდერი (ადგილმდებარეობა)


 

ხელმისაწვდომობა
 

Საბანკო მოდელი

ევროპული დეპოზიტის დაცვა

ბმული

1 წლის ფასი

12)

Sparkasse 🇩🇪
(გერმანია)

Მხოლოდ გერმანია

200-ზე მეტი ადგილობრივი Sparkasse

✅ (გერმანია)

დამატებითი ინფორმაცია

Დაუკავშირდით ადგილობრივ Sparkasse-ს 🇩🇪

ვ) პროვაიდერები, რომლებმაც შეწყვიტეს თავიანთი საქმიანობა (ახალი განაცხადის შეტანა შეუძლებელია)

  • როგორც ჩანს, AllyWays-მა (გერმანია) შეაჩერა მომსახურება. ვებგვერდი 2024 წლის დასაწყისიდან მიუწვდომელია.
  • DropMoney-მა (ესპანეთი) მომსახურება 2024 წლის დასაწყისიდან შეაჩერა - ახალი ბლოკირებული ანგარიშები არ იხსნება (დამატებითი ინფორმაცია).
  • Deutsche Bank-ი აღარ სთავაზობს (2021 წლიდან) საერთაშორისო სტუდენტებს ბლოკირებული ანგარიშის სერვისს და ემსახურება მხოლოდ არსებულ მომხმარებლებს, რომელთაც უკვე აქვთ ბლოკირებული ანგარიში (დამატებითი ინფორმაცია).

ჩვენი რეკომენდაცია: Fintiba

ბაზრის ლიდერმა Fintiba-მ ჩვენს შედარებაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. მიზეზი მარტივია: Fintiba არის ერთადერთი პროვაიდერი, რომელიც მომხმარებელს ბლოკირებულ ანგარიშს გერმანულ ბანკში, გერმანული დეპოზიტის დაცვასთან ერთად სთავაზობს. Fintiba ასევე არის საუკეთესო პროვაიდერი გამოცდილებისა (ბაზარზე არსებობის წლები, მომხმარებლების რაოდენობა) და სისწრაფის (საკრედიტო ბარათის საშუალებით დაბლოკვის მყისიერი დადასტურების შესაძლებლობა; ანგარიშის გააქტიურება) კუთხით, და ერთ-ერთი საუკეთესო მომხმარებლის კმაყოფილების თვალსაზრისით.

Მეტი ინფორმაცია ბლოკირებულ ანგარიშზე

Fintiba-ს გვერდზე გადასვლა 💰

💰 = ჩვენ ვიღებთ მცირე საკომისიოს ამ ბმულით გაყიდულ Fintiba-ს პროდუქტებზე. Თუმცა, Აღსანიშნავია, რომ მყიდველს ამის გამო არანაირი დამატებით ხარჯი არ ეკისრება!